ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს, რათა თქვენი გამოცდილება საიტზე იყოს უფრო კომფორტული. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ELYSIUM* — იმთავითვე, სახლს ჩვენთვის ვაშენებდით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვინ იქნება ჩვენი მეზობელი.

ჩვენ ზუსტად ვიცოდით, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ოცნების სახლი.

ლამაზი — რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
კომფორტული — რადგან ცხოვრება უნდა იყოს მარტივი.
საიმედო — რათა თითოეულ დეტალში დარწმუნებულები ვიყოთ.
უსაფრთხო — რადგან სიმშვიდე და პირადი სივრცე შეუფასებელია.
ყველაფერი დანარჩენი კი ამის ბუნებრივი გაგრძელებაა.

* ELYSIUM — ანტიკურ მითოლოგიაში სამყაროს ის ნაწილი, სადაც მარადიული გაზაფხულია და სადაც რჩეული გმირები და განსაკუთრებულად ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ უშფოთველად და მშვიდად.
* ELYSIUM — ანტიკურ მითოლოგიაში სამყაროს ის ნაწილი, სადაც მარადიული გაზაფხულია და სადაც რჩეული გმირები და განსაკუთრებულად ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ უშფოთველად და მშვიდად.

ლამაზი — რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

კომფორტული — რადგან ცხოვრება უნდა იყოს მარტივი.

საიმედო — რათა თითოეულ დეტალში დარწმუნებულები ვიყოთ.

უსაფრთხო — რადგან სიმშვიდე და პირადი სივრცე შეუფასებელია.

ყველაფერი დანარჩენი კი ამის ბუნებრივი გაგრძელებაა.

ჩვენ ზუსტად ვიცოდით, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ოცნების სახლი.
ჩვენს შესახებ [1]
სანამ ჩვენი ოცნების სახლზე მოგიყვებით, მოდით, გავიცნოთ ერთმანეთი.
ამიტომ მოგიყვებით რამდენიმე ფაქტს ჩვენს შესახებ:
ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის სულერთი არ არის, ვინ იქნება ჩვენი მეზობელი და ვფიქრობთ, რომ თქვენთვისაც საინტერესოა — ვინ ვართ ჩვენ.
ოჯახი ჩვენთვის მხოლოდ სიტყვა არ არის. ოჯახი ნიშნავს ადამიანებს, რომლებთან ერთადაც სახლში ნამდვილი სითბო იგრძნობა.
ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ. გვიყვარს ზღვა და ოკეანე. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებთ მთაში დასვენებას, ვიდრე შოპინგს. საქართველო კი ჩვენთვის მუდმივი ახალი აღმოჩენაა.
ჩვენ დავდივართ ლამაზი ავტომობილებით.
გვიყვარს გემრიელად ჭამა და არანაკლებ გემრიელად დალევა. დიახ, სრულყოფილები არ ვართ, მაგრამ გულახდილი ადამიანები ვართ.
ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს, დავდივართ სპექტაკლებზე და განსაკუთრებით გვიყვარს კონცერტები.
ასევე გვიყვარს ყავის დალევა ტერასაზე, რადგან შეყვარებულები ვართ თბილისის უნიკალურ ხედებზე.
ჩვენთვის საღამო იდეალურია მაშინ, როდესაც სუფრასთან ოჯახის წევრები და მეგობრები სხედან, შესანიშნავი ქართული ღვინის თანხლებით და არავის არსად ეჩქარება.
როდესაც სახლის აშენება გადავწყვიტეთ, გვინდოდა, რომ მასში ეს ყველაფერი შესაძლებელი ყოფილიყო.
ჩვენ გვიხარია, როდესაც სახლში ბევრი სტუმარია. მეგობრების და ახლობლების გარემოში ჩვენთან ჩაიზე დაპატიჟება მარტივად შეიძლება გადაიქცეს ვახშმად, სადაც სუფრაზე ჩნდება ქართული ღვინო და არავის არსად არ ეჩქარება.
ლოკაცია [2]
Почему мы построили дом именно здесь?
რატომ ავირჩიეთ ეს ადგილი?
ჩვენი ოცნების სახლის აშენებამდე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მისი ადგილმდებარეობა.
ჩვენი ოცნების სახლის აშენებამდე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მისი ადგილმდებარეობა.
ჩვენ გვიყვარს დიდი ქალაქის რიტმი.

გვინდა ვიყოთ თბილისის ცხოვრების, მისი კულტურისა და შესაძლებლობების წიაღში.

მაგრამ ამავდროულად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია დღის ბოლოს დაბრუნება მყუდრო და უსაფრთხო სივრცეში — იქ, სადაც ძალებს აღიდგენ და ემოციებს მოიკრებ ახალი თავგადასავლებისთვის.


და, რა თქმა უნდა, პანორამა.

ჩვენ გვინდოდა ჩვენი ოთახის თითოეული სარკლიდან გვქონოდა შესანიშნავი ხედები.


ჩვენ დავიწყეთ ადგილის ძებნა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ყველა ჩვენს სურვილს.

დავათვალიერეთ ქალაქის ყველაზე პრესტიჟული ლოკაციები.
ზოგიერთი მათგანი თითქოს შეეფერებოდა ჩვენს მოთხოვნებს, თუმცა ყოველთვის არსებობდა ერთი „მაგრამ“. საცობები, რომლებიც გადაადგილებას ართულებს.

პარკირების მუდმივი პრობლემა. ხმაური ფანჯრების მიღმა, სუფთა ჰაერის პრობლემა.

როგორც ვიცით, საუკეთესო აღმოჩენები მოულოდნელად ხდება და, როდესაც თითქმის დავკარგეთ იმედი, — ჩვენ ის ვიპოვეთ.

ჩვენი ადგილი. აქ იყო ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდით: სიმყუდროვე, თბილისის საუკეთესო ხედები, კომფორტული კავშირი ქალაქის ცენტრთან, აეროპორტთან და ნებისმიერ მიმართულებასთან.

რაც მთავარია — განსაკუთრებული ატმოსფერო.

ჰარმონია ადამიანსა და ადგილს შორის. აქედან არ გინდა წასვლა. აქ დაბრუნება გინდა.
ხედები [3]
ჩვენს სახლში ყველა ბინა არის ხედით
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე შეგვეძლოს ფანჯრიდან ხედით ტკბობა. ამიტომ ჩვენს სახლში ყველა ბინა არის ხედით და ეს მხოლოდ სილამაზე არ არის. ეს არის ყოველდღიური რიტუალი, რომელიც ჩვეულებრივ დღესაც კი განსაკუთრებულს ხდის. ეს არის ხედები, რომლებიც თქვენი ინტერიერის ნაწილი ხდება.
არქიტექტურა [4]
რატომ ავაშენეთ სახლი ასეთ სტილში?
ELYSIUM-ი თანამედროვე არქიტექტურისა და ტრადიციული ქართული ელემენტების შერწყმაა.

მაღალი ჭერები, იატაკიდან ჭერამდე პანორამული ფანჯრები, ფართო სივრცეები — ყველაფერი, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელია, ბუნებრივად ერწყმის ნამდვილ ქართულ სულს.

ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ შენდება დღეს ბევრი პროექტი: ჯერ ქმნიან ლამაზ ფასადს, შემდეგ კი ცდილობენ, ბინები მასში ჩატიონ.

შედეგი? უცნაური კუთხეები, ვიწრო ოთახები, ფანჯრები — იქ, სადაც სინამდვილეში არ უნდა იყოს.
ჩვენ კი სხვა გზა ავირჩიეთ — ჯერ გავაანალიზეთ, როგორი გვინდა შიგნით ცხოვრება და მხოლოდ ამის შემდეგ „შევმოსეთ“ სახლი გარედან. ამიტომ Elysium-ში მოუხერხებელი დაგეგმარებები არ არსებობს.

თითოეული ბინა არის სივრცე, რომელიც თქვენზე მუშაობს — და არა პირიქით. ჩვენ არ გვინდოდა ცხოვრება უზარმაზარ კომპლექსში, ათასობით ადამიანთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ მეზობლებს და ყოველდღე ლიფტში უცხო ადამიანებს არ ვხვდებოდეთ. ამიტომ აქ სულ 14 ბინაა — მხოლოდ 2 ბინა თითო სართულზე, თითოეულ სადარბაზოში. ეს არის სახლი და არა უსულო მასობრივი შენობა.
ამიტომ Elysium-ში მოუხერხებელი დაგეგმარებები არ არსებობს. თითოეული ბინა არის სივრცე, რომელიც თქვენზე მუშაობს — და არა პირიქით. ჩვენ არ გვინდოდა ცხოვრება უზარმაზარ კომპლექსში, ათასობით ადამიანთან ერთად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ მეზობლებს და ყოველდღე ლიფტში უცხო ადამიანებს არ ვხვდებოდეთ. ამიტომ აქ სულ 14 ბინაა — მხოლოდ 2 ბინა თითო სართულზე, თითოეულ სადარბაზოში. ეს არის სახლი და არა უსულო მასობრივი შენობა.

ჩვენ გვიყვარს სივრცე — არა ის, რომელზეც რეკლამებში წერენ, არამედ ის, სადაც შეგიძლია ისუნთქო, სადაც კედლებს შორის ჰაერია. ამიტომ ჩვენს სახლში პატარა ბინები არ არის. მინიმალური ფართობი 138 კვადრატული მეტრია, მაქსიმალური — 191.

ეს შეგნებული არჩევანი იყო: Elysium-ი მათთვისაა, ვინც აფასებს სივრცეს. და ბოლოს — გვინდოდა, რომ თითოეულ მობინადრეს შეეძლოს საკუთარი ბინა მართლაც საკუთარი გახადოს. არ მოერგოს სხვის გადაწყვეტილებებს, არამედ შექმნას სივრცე, რომელიც ზუსტად მას შეეფერება.

ამიტომ ბინების შიგნით ტიხრები არ არის — მხოლოდ სვეტები და სავენტილაციო შახტები. დანარჩენი კი სუფთა ფურცელია თქვენი წარმოსახვისთვის.

ჩვენ ერთი შეხედვით შეგვიყვარდა საქართველო — მისი მყუდრო ქუჩები, ძველი ქალაქის კოლორიტული აივნები და მისი განსაკუთრებული ატმოსფერო — თავისუფალი და საოცრად სტუმართმოყვარე.

ამიტომ ჩვენი სახლი ტრადიციას არ ეწინააღმდეგება — იგი ფრთხილად და ჰარმონიულად აერთიანებს ქართულ მოტივებს.
პროექტის არქიტექტორის ვიდეო
ჩვენ გვიყვარს სივრცე — არა ის, რომელზეც რეკლამებში წერენ, არამედ ის, სადაც შეგიძლია ისუნთქო, სადაც კედლებს შორის ჰაერია.

ამიტომ ჩვენს სახლში პატარა ბინები არ არის. მინიმალური ფართობი 138 კვადრატული მეტრია, მაქსიმალური — 191. ეს შეგნებული არჩევანი იყო: Elysium-ი მათთვისაა, ვინც აფასებს სივრცეს.

და ბოლოს — გვინდოდა, რომ თითოეულ მობინადრეს შეეძლოს საკუთარი ბინა მართლაც საკუთარი გახადოს.

არ მოერგოს სხვის გადაწყვეტილებებს, არამედ შექმნას სივრცე, რომელიც ზუსტად მას შეეფერება. ამიტომ ბინების შიგნით ტიხრები არ არის — მხოლოდ სვეტები და სავენტილაციო შახტები.

დანარჩენი კი სუფთა ფურცელია თქვენი წარმოსახვისთვის.
ხარისხი და მასალები [5]
როგორ ვაშენებდით ჩვენს სახლს?
სახლი დასრულებულია და მიღებულია ექსპლუატაციაში. არავითარი „მალე მზად იქნება“.

უკვე მზად არის!
ყველამ, ვინც საქართველოში აშენებდა, იცის — კარგი მშენებლების პოვნა ნამდვილი გამოწვევაა. ამიტომ თვეები დავხარჯეთ გუნდის ძიებაში. ვეცნობოდით, ვამოწმებდით, უარს ვამბობდით და თავიდან ვიწყებდით. მარტივი საქმე არ იყო, მაგრამ შედეგით კმაყოფილები ვართ.
ჩვენ არ ვზოგავდით იმაზე, რაც თვალისთვის უხილავია. საძირკველი, კედლები, გადახურვა - ყველაფერი, რისი შეცვლაც შეუძლებელია, როდესაც სახლი მზად არის. ვირჩევდით სანდი მასალებს, მხოლოდ იმას, რაშიც დარწმუნებულები ვართ.
მშენებლობის თითოეულ ეტაპზე მიმდინარეობდა ტექნიკური ზედამხედველობა. არა ფორმალურად, არა „მონიშვნისთვის“ — ჩვენც გვინდოდა გვცოდნოდა, რა ხდებოდა ფასადის მიღმა. ხარისხის მუდმივი კონტროლი ჩვენი სიმშვიდის გარანტიაა. ახლა კი თქვენი.
ფანჯრები და კარებიც კი განსაკუთრებული ყურადღებით შევარჩიეთ. როცა შენთვის აშენებ, უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს.
თქვენ მოგემსახურებათ მსოფლიო ლიდერი KONE-ს ფირმის ლიფტები, რადგან საიმედოობა მხოლოდ სიტყვებში არ არის, ის ყოველ მიღებულ გადაწყვეტილებაშია.
ცალკე ამბავია საინჟინრო სისტემა — მილები, ელექტროგაყვანილობა, წყლისა და გათბობის სისტემა. ის, რაც ცხოვრებას ნამდვილად კომფორტულს ხდის, თუმცა თვალისთვის შეუმჩნეველია. ჩვენ ამას ისეთივე სიფრთხილით და მოთხოვნით მივუდექით, როგორც ყველაფერ დანარჩენს, რადგან საიმედო სახლი მხოლოდ კედლები არ არის — მთავარია, რაც მათ შიგნით არის.
გარემო და სარგებელი [6]
როგორს ვხედავთ ცხოვრებას ჩვენს სახლში?
არ გვინდოდა ცხოვრება სახლში, სადაც ყოველდღე ლიფტში ახალი სახეები გხვდება. სადაც არ იცი, ვინ ცხოვრობს შენს გვერდით და ვინ უბრალოდ ერთი კვირით ქირაობს ბინას. ამიტომ Elysium-ი დახურული, კლუბური ტიპის სახლია.

სულ 14 ბინა. თქვენ იცნობთ თქვენს მეზობლებს. ტერიტორიაზე არ იქნება შემთხვევითი ადამიანები. ეზოში არ იქნება უცხო პირები. შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ რეზიდენტებს და მათ სტუმრებს.
დახურული კლუბური ფორმატი:
დაცვა და ვიდეომონიტორინგი — 24/7. არა იმიტომ, რომ საშიშია. არამედ იმიტომ, რომ სიმშვიდე მაშინ არის, როდესაც უსაფრთხოებაზე ფიქრი არ გჭირდება.
დაცვა და ვიდეომონიტორინგი:
თბილისში ცხოვრებისას ჩვენც შევხვდით იმას, რასაც ყველა აწყდება — წყლისა და ელექტროენერგიის გათიშვას. ზოგჯერ ერთი საათით, ზოგჯერ ნახევარი დღით.

ეს დისკომფორტს ქმნის. ჩვენს სახლში ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარეთ: თქვენს განკარგულებაშია 70-ტონიანი წყლის რეზერვუარი და საკუთარი დიზელ-გენერატორი. სრული ავტონომია. თქვენ უბრალოდ ვერც კი შეამჩნევთ, რომ ქალაქში რაიმე გაითიშა.
ავტონომიური სისტემები:
როდესაც ELYSIUM-ს ვაშენებდით, მხოლოდ კედლებსა და მასალებზე არ ვფიქრობდით. წარმოვიდგენდით, როგორ ვიცხოვრებდით აქ. როგორ გავიღვიძებდით დილით. როგორ დავისვენებდით გრძელი, დამღლელი დღის შემდეგ. როგორ მივიღებდით სტუმრებს. როგორ გავატარებდით საღამოებს ოჯახთან ერთად. ჩვენ არ გვინდოდა სახლი მხოლოდ თავშესაფარი ყოფილიყო, არამედ გვინდოდა, რომ მას შეექმნა განწყობა და ყოფილიყო ის ადგილი, სადაც მისვლა და დარჩენა მოგინდება. ახლა კი მოგიყვებით, როგორ შევქმენით ასეთი გარემო.
და კიდევ — კონფიდენციალურობა. ყველაფერი, რაც თქვენს ბინაში ხდება, თქვენს ბინაშივე რჩება. იატაკის ხმის იზოლაცია, 300 მმ-იანი შიდა გამყოფი კედლები — მეზობლები თქვენგან ვერაფერს გაიგონებენ და თქვენც მათგან.
გააზრებული საინჟინრო გადაწყვეტები:
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, ამიტომ ELYSIUM-ში გათვალისწინებულია ფართო ქვეშა პარკინგი მოძრაობის მოხერხებული ორგანიზაციით.
ქვეშა პარკინგი:
ჩვენ გვინდოდა აგვეშენებინა სახლი, რომელიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. სადაც შესაძლებელი იქნრბოდა უბრალოდ მშვიდად ცხოვრება — იმაზე ფიქრის გარეშე, თუ ვინ დაასუფთავებს ეზოს, გაკრეჭს გაზონს ან შეცვლის ნათურას სადარბაზოში. და ეს გამოგვივიდა — ტერიტორიის მოვლა, სახლის მომსახურება, მცირე სარემონტო სამუშაოები, გამწვანებული ზონების ავტომატური მორწყვა — ეს ყველაფერი ჩვენი პასუხისმგებლობაა. თქვენ ცხოვრობთ და ტკბებით. დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ.
სერვისი:
ჩვენ გაყიდვის შემდეგაც არ გავქრებით, რადგან ეს გუნდი ყოველთვის ხაზზეა. ტექნიკასთან დახმარება გჭირდებათ? კონსიერჟის დაქირავება გსურთ? გაქვთ იდეები საერთო სივრცეების გაუმჯობესებისთვის? ჩვენ აქ ვართ. ეს ჩვენი სახლიც არის.
მხარდაჭერა ყველა ეტაპზე:
ტერასა [7]
რატომ უნდა წახვიდე სადღაც დასასვენებლად, როცა შეგიძლია უბრალოდ ტერასაზე ახვიდე?
და ბოლოს — ის, რის გამოც მაღლა ასვლა არ დაგეზარება. გვინდოდა, დასვენება სახლიდანვე დაწყებულიყო. არა „ოდესმე, შვებულებაში“, არამედ ყოველდღე. ამიტომ ჩვენი სახურავი ტექნიკური სართული არ არის. ეს არის ადგილი, სადაც დაბრუნება გინდა.
ეს სივრცე მხოლოდ ELYSIUM-ის მობინადრეების და მათი სტუმრებისთვისაა.

ეს არის თქვენი პირადი rooftop-ი, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7.
საზაფხულო სამზარეულო და ბარბექიუს ზონა
ღია ცის ქვეშ ვახშმებისთვის. როცა თავად ამზადებ, როცა ნაკვერჩხალი გიზგიზებს და ცაზე ვარსკვლავებია.
სპორტული კუთხე
მათთვის, ვისაც არ სურს არჩევანის გაკეთება ვარჯიშსა და ქალაქის ხედს შორის. აქ ორივე შესაძლებელია.
გათბობით აღჭურვილი ჯაკუზი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს
დასვენება, ღვინის ჭიქით ხელში, თბილისის განათებულ ხედთან ერთად არ არის ფუფუნება. ეს უბრალოდ კარგი საღამოა.
გამწვანება
და ეს ყველაფერი ცოცხალი მცენარეების გარემოცვაში. გვინდოდა, ტერასა ბაღად გვექცია და არა ბეტონის მოედნად — პატარა ოაზისად ქალაქის თავზე.
ლაუნჯ-ზონები არის აღჭურვილი რბილი დივნებითა და შეზლონგებით
იმ საღამოებისთვის, როცა არსად გეჩქარება და შეგიძლია დრო გაატარო მეგობრებთან ერთად ან მარტო, სიმშვიდეში. ეს იქნება შენი ადგილი. ადგილი, სადაც დრო ნელდება.
გალერეა [8]
ELYSIUM-უფრო ახლოს
თუ თქვენ აქამდე წაიკითხეთ — ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ.
Elysium-ში სულ 14 ბინაა. თითოეულს საკუთარი ხასიათი, დაგეგმარება და ხედი აქვს. იპოვეთ, რომელია თქვენი. დანარჩენს კი შეხვედრისას, პირადად განვიხილავთ.
ბინები [9]
ბინების ფართობი — 138-დან 191 მ²-მდე.

თითო სართულზე თითოეულ სადარბაზოში მხოლოდ 2 ბინა — მინიმუმი მეზობლები, მაქსიმალური კონფიდენციალურობა.
სივრცე თქვენი წარმოსახვისთვის
თითოეული ბინისთვის არსებობს პროექტის არქიტექტორის მიერ შემუშავებული მზა დაგეგმარება.

შეძენის შემთხვევაში ჩვენ უფასოდ მოვარგებთ ბინას თქვენს სურვილებს — გავითვალისწინებთ თქვენი ოჯახის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს.
მზა დაგეგმარება
ბინები ბარდება ტიხრების გარეშე, გაზის, წყლისა და გათბობის სრულად მოწყობილი გაყვანილობით.

ტიხრები არ არის — მხოლოდ სვეტები და სავენტილაციო შახტები. სრული თავისუფლება თქვენი იდეალური სახლის შესაქმნელად.
სუფთა ფურცელი თქვენი ინტერიერისთვის
კატალოგი [10]
ბინის კატალოგი
P
1
2
3
4
К
01
191,3 მ²
დიახ
02
179,1 მ²
დიახ
08
151,5 მ²
დიახ
09
138,0 მ²
დიახ
ფართობი
მარაგი
გაიგე მეტი
სართული
03
191,3 მ²
დიახ
04
179,1 მ²
დიახ
10
151,5 მ²
დიახ
11
138,0 მ²
დიახ
ფართობი
მარაგი
გაიგე მეტი
სართული
05
191,3 მ²
დიახ
06
179,1 მ²
დიახ
12
151,5 მ²
დიახ
13
138,0 მ²
დიახ
ფართობი
მარაგი
გაიგე მეტი
სართული
07
330,7 მ²
გაყიდულია
[→]
14
327,9 მ²
გაყიდულია
[→]
ფართობი
მარაგი
გაიგე მეტი
სართული
რუკა [11]
ELYSIUM მდებარეობს ელიას უბანში — ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ლოკაციად მიიჩნევა.

აქ არ არის ქალაქის ხმაური და საცობები — მხოლოდ სიმშვიდე, სიწყნარე და გამწვანებული გარემო. ამავდროულად, ქალაქის ცენტრი თქვენგან მხოლოდ 10 წუთის სავალზეა.
იდეალური ბალანსი: განმარტოება იზოლაციის გარეშე. თქვენ ცხოვრობთ წყნარ გარემოში, მაგრამ ქალაქის მთავარ ლოკაციებთან ახლოს.
მყუდრო სიმშვიდე ქალაქის ცენტრთან ახლოს
თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი:
ქალაქის ცენტრამდე 10 წუთი
თბილისის ზღვა:
სანაპირომდე 5 წუთი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შოთა რუსთაველის სახელობის: 15 წუთი
სავაჭრო ცენტრი East Point:
10 წუთი
განცხადების დატოვება [12]
გიწვევთ პირველ შეხვედრაზე თქვენს მომავალ სახლთან.
გახდი ELYSIUM-ის ნაწილი
დათვალიერებაზე ჩაწერა
დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით, რათა შევათანხმოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო პირადი დათვალიერებისთვის.
დატოვეთ განაცხადი
დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით, რათა გიპასუხოთ თქვენს შეკითხვებზე და მოგაწოდოთ პროექტის დეტალური ინფორმაცია.